
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს აქტივობებით უმდიდრებენ.
17 ნოემბერს, სკოლის მეცხრე კლასში, კონსულტანტ-მასწავლებლის - დალი ბოლქვაძისა და მშობლიური ენის მასწავლებლის - ნიარ სეიდოვას ხელმძღვანელობით, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და აზერბაიჯანულ ენაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად, საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას.
გაკვეთილის მიზანი იყო მსგავსება-განსხვავების პოვნა ქართულსა და აზერბაიჯანულ გრამატიკას შორის. გაკვეთილი გამდიდრებული იყო გრამატიკული პლაკატებითა და ილუსტრაციებით.
მოსწავლეები აქტიურობდნენ და ხალისით ასრულებდნენ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დავალებებს. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მაია გაჯიევა და ქართული ენის მასწავლებელი ჩიჩაკ რამაზანოვა.
„გამოიკვეთა,რომ ქართულში გვაქვს 7 ბრუნვა, აზერბაიჯანულში-6. წოდებითი ბრუნვა აზერბაიჯანულ ენას სახელობით ბრუნვაში არა აქვს ბრუნვის ნიშანი. არა აქვს კუმშვად-კვეცადი სიტყვები, აზერბაიჯანულ ზმნას არ აქვს დროები, ასევე არ აქვს მანიანი ზმნები.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან გამოადგებათ აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის ამაღლება-განმტკიცებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: