„მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს შემოქმედებითი, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი გარემო“-ალგეთის N2 სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა
17-11-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის აზადა მურადოვას ხედვით, მოსწავლის განვითარებისათვის აუცილებელია, რომ სკოლა იყოს შემოქმედებითი სივრცე - ადგილი, სადაც ბავშვებს აქვთ კრიტიკული აზროვნების, თვითგამოხატვისა და დამოუკიდებელი მოსაზრებების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

მისი აზრით, სკოლის წარმატების საზომია, ის რამდენად არის ორიენტირებული მოსწავლის ცოდნის მაქსიმალურ მიღებასა და ინტელექტუალურ ზრდაზე.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- შემოქმედებითი, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის ცოდნის მაქსიმალურ მიღებაზე.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

-სკოლაში იყოს პასუხისმგებლობა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლის წარმატებები.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ამაღლებულ განწყობაზე ვარ.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- სწორ პოზიციას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- როგორც დღეს, ისევე მომავალშიც იზრუნებენ განათლებასა და ადამიანურ ღირებულებებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203