„ჩემთვის სკოლაში ყველაზე ფასეული არის მოსწავლე და მისი განვითარება“- გარდაბნის N6 სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
14-11-2025

გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორ გულჩოხრა გუსეინოვასთვის სკოლის წარმატება იზომება მოსწავლეთა აკადემიური პროგრესით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმით, მშობელთა ჩართულობით, ინოვაციური მიდგომებით. ასეთი გარემოს შექმნა კი შეუძლებელია ძლიერი გუნდის გარეშე - კოლექტივის თანადგომა, ურთიერთგაგება და აზრების გაზიარება წარმატების გზას ამარტივებს. სკოლის წარმატებისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს და სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- არა მხოლოდ სწავლა, არამედ ისეთი გარემო და პირობები, რომლებიც მას ღირსეულ პიროვნებად ჩამოაყალიბებს, მაგ: პოზიტიური და უსაფრთხო გარემო სადაც, ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერა, შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობები. თანაკლასელებთან თანამშრომლობა, მოტივაციის გაძლიერება, მშობლისა და სკოლის პარტნიორობა.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- მოსწავლეები გამოირჩევიან აკადემიური პროგრესით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმით, მშობელთა ჩართულობით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა მხარდაჭერა, სადაც კოლექტივის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, ასე წარმატება უფრო იოლია.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლე და მისი განვითარება, მისი წარმატება, მასწავლებლის ერთგულება, პროფესიონალიზმი და მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბება...

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- მას აუცილებლად უნდა შევუნარჩუნო სწავლის ინტერესი, მივცე მეტი შესაძლებლობები, დავავალო უფრო რთული და შემოქმედებითი ამოცანები პროექტები...  უნდა გავითვალისწინო მისი აზრი და პატივი ვცე მას.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ჩემთვის რომ სამართლიანად ვიმოქმედო, მოვუსმინო ორივე მხარეს და სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ შევინარჩუნო ღირსება, ვიყო  გულწრფელი და მართალი.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მოსწავლე, მასწავლებელი იგრძნობს თავს ბედნიერად და სადაც ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203