„სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ როგორი სასკოლო კულტურა აქვს“- მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
13-11-2025

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო მოდებაძისთვის მოსწავლის განვითარების საფუძველი ხარისხიანი სწავლება და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა. სწორედ ასეთ სასწავლო სივრცეს უზრუნველყოფს სკოლაში და მოსწავლეთა აღზრდა-განათლებს მთელი გულით ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- ხარისხიანი სწავლება და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხო გარემოში.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორი სასკოლო კულტურაა სკოლაში.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- საერთო საქმეს ვემსახურებით.

-სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლე და სასკოლო საზოგადოება.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- პასუხისმგებლობა მეტად გეკისრება და მოსწავლეები პედაგოგებისგან ითხოვენ დაინახონ მათი შინაგანი მოტივაცია.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- იცავდე კანონს, მასთან ერთად ადამიანურს და ვფიქრობ უკუკავშირიც იქნება პოზიტიური.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ყველას უხარია მოსვლა და ჩვენი სკოლის მოსწავლეები იქნებიან წარმატებულები ყველა სფეროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203