„სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ როგორ მოქალაქეებს აყალიბებს“- თორიის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი
13-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის დირექტორ სერგეი პეტროსიანისთვის სკოლის წარმატება მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ იზომება- გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ როგორი მოქალაქეები ყალიბდებიან სკოლაში.

„ძალა ერთობაშია“ - აღნიშნავს ხელმძღვანელი და ხაზს უსვამს კოლექტივის თანადგომის მნიშვნელობას. მისი თქმით, მხოლოდ ერთიან გუნდს შეუძლია სირთულეების გადალახვა და წარმატებების მიღწევა. ხელმძღვანელის ასეთი მიდგომებით კი იზრდება ნდობა სკოლისადმი.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თორიის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი პეტროსიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, პიროვნული და სოციალური განვითარება.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორი მოქალაქეები ჩამოყალიბდებიან მოსწავლეები და როგორ ზრუნავენ თავიანთი სამშობლოს ნათელი მომავლისთვის.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- „ძალა ერთობაშია“ ერთად შეგვიძლია მეტი პრობლემის მოგვარება და წარმატებების მიღწევა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მასაწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთერთპატივისცემა

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- მას შინაგანი სურვილი აქვს. ისწავლოს და მიაღწიოს წარმატებას, მიუხედავად გარე ჯილდოებისა, რაც ძალიან მახარებს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- რომ არ დაირღვეს უფლებები, მაგრამ გაიმარჯვოს სიმართლემ.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ბავშვები ისწავლიან არა მხოლოდ აკადემიურ საგნებს, არამედ ემპათიას, გუნდურ მუშაობას და პრობლემის გადაჭრას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203