„ჩემთვის ყველაზე ფასეულია ბედნიერი მოსწავლეები“- სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ნატა თექთურმანიძე 
13-11-2025

ნატა თექთურმანიძე სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილეა, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტია მხარდამჭერი და წამახალისებელი გარემო, სადაც სწავლება ბავშვზეა ორიენტირებული და ხელს უწყობს მისი კრიტიკულ აზროვნების განვითარებას.

მისი თქმით, სკოლის წარმატება იზომება არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ, თუ როგორ უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პროგრესს.

დირექტორის მოადგილისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ აღზარდოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ყველაზე ფასეულად კი ნატა თექთურმანიძე ​მიიჩნევს ბედნიერ და მოტივირებულ მოსწავლეებს, რომლებიც ხვალ ქვეყნის მომავალს შექმნიან.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობისბსკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ნატა თექთურმანიძე პასუხობს. 

​- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- მხარდამჭერი და წამახალისებელი გარემო, სწავლების პროცესი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, ხელი შეუწყოს მის კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარებს.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პროგრესს, მიუხედავად მისი საწყისი შესაძლებლობისა და სოციალური ფონისა, რა დონის მოქალაქეებს ზრდის, რომლებსაც აქვთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...   

- თანადგომა უზრუნველყოფს, რომ ყველა თანამშრომელი ერთი მიზნის გარშემო იყოს გაერთიანებული და იზიარებდეს სკოლის მისიასა და ფასეულობებს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ბედნიერი და მოტივირებული მოსწავლეები, რომლებიც ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავლას ქმნიან.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩვენი ძალისხმევა სასწავლო პროცესში ამართლებს, რადგან მიზანი მიღწეულია.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- მიუკერძოებლობას და გამჭვირვალობას, იმის უზრუნველყოფას, რომ დისციპლინური თუ სხვა საკითხების გადაჭრისას დაცული იყოს სკოლის შინაგანაწესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ...

- ადგილი, სადაც ყველა თავს გრძნობდეს დაცულად, დაფასებულადშთაგონებულად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203