„აუცილებელია მოსწავლის მოტივაციის სწორად მიმართვა“-სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე დიანა კალმახელიძე
13-11-2025

დიანა კალმახელიძე სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილეა, რომლის აზრით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტია მშვიდი და პატივისცემით გამსჭვალული გარემო, სადაც მოსწავლეს მიუხარია, მასწავლებელი კი სიამაყით უზიარებს ცოდნას მომავალ თაობას. მისი თქმით, დირექციისა და პედაგოგთა ერთობლივი შრომით მიიღწევა წარმატება და ახარებს, რომ ამას პედკოლექტივი ყოველდღე ამტკიცებს. 

მისთვის ფასეულია სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობები, რომელებიც აყალიბებს ბავშვებში სწორ ღირებულებებს, ასწავლის მათ სხვაზე ზრუნვასა და საკუთარი აზრის დაფასებას. ხოლო, როდესაც ხედავს მოტივირებულ მოსწავლეს, გრძნობს პასუხისმგებლობას მისი მოტივაცია სწორად მიმართოს და ხელი შეუწყოს განვითარებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ​დირექტორის მოადგილე დიანა კალმახელიძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- მშვიდი და პატივისცემით გამსჭვალული გარემო, სადაც მოსწავლეებს მისვლა და სწავლა უხარია.

სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენი წარმატებული მოსწავლე და მასწავლებელი ჰყავს.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- კოლექტივის გვერდში დგომა, ერთმანეთის თანადგომა საჭირო და აუცილებელია, რადგან უფრო მეტად მოვახდინოთ სკოლის წინსვლა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ურთიერთობები და პატივისცემა უფროსებსა და პატარებს შორის, რადგან ეს ურთიერთობა აყალიბებს ბავშვებში ინტერესებს, საკუთარი და სხვისი აზრის პატივისცემას, ცოდნის დაგროვებას და ერთმანეთის სიყვარულს. 

როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- აუცილებელია მისი მოტივაციის გამოყენება, სწორი მიმართულებიის მიცემა და ხელშეწყობა.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- არ მისცე საკუთარ თავს იმისი უფლება, დაარღვიო ნებისმიერი სასკოლო საზოგადოოების წევრის უფლება და გაამართლო ნდობა, დაიცვა საზღვრები და ყველა შემთხვევაში დარჩე სიმართლის მხარეს.

მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

-მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, ნებისმიერ თანამშრომელს უხაროდეს სამსახურში მისვლა, მოსწავლეს ცოდნის მისაღებად შრომა, ხოლო მასწავლებელს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და ყველა სიკეთის უშურველად გაცემა, სადაც მოსწავლეებს ექნებათ სკოლის ყველა წევრისგან უპირველესად სიყვარულის და მხარდაჭერის იმედი, ხოლო მასწავლებლები თავიანთ ღვაწლს და შრომას ფუჭად დახარჯულად არ ჩათვლიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203