
თამარ ხუბაშვილი თბილისის N115 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც ყველაზე ფასეული მოსწავლე და მისი ინტერესებია. მისი თქმით, როდესაც ხედავს, რომ მოსწავლე მოტივირებულია, გრძნობს რომ მისი მისია შესრულებულია.
დირექტორის აზრით, სკოლის წარმატება მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ იზომება - მთავარი საზომია, თუ როგორ გრძნობს თავს მოსწავლე და მთლიანად სასკოლო საზოგადოება. ამგვარი დამოკიდებულება კი აყალიბებს სკოლისადმი ნდობას.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ხუბაშვილი პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...
- სკოლაში იყოს უსაფრთხო, პოზიტიური, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- როგორ გრძნობს სკოლაში სასკოლო საზოგადოება და მოსწავლე თავს.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- კოლექტივის თანადგომა საჭირო და მნიშვნელოვანია საერთო საქმის კეთებისთვის.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- მოსწავლე და მისი ინტერესები.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- ჩემი მისია სკოლაში შესრულებულია.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- პროფესიონალიზმს.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
- იქნება მეტი სილაღე, მონდომება და სურვილი განვითარებისთვის.