
მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლას დირექტორი ნანი შუქურაშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს და სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს.
მისი თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მყუდრო, უსაფრთხო და მის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო. მოტივირებული მოსწავლე კი ნიშნავს, რომ სწავლების ხარისხი მაღალია და მასწავლებლები პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ საქმეს.
მისი ხედვით, სკოლის წარმატება იზომება შედეგებით - თუ რა მიღწევები აქვთ მოსწავლეებს და კურსდამთავრებულებს, ასევე როგორ იყენებენ ისინი მიღებულ ცოდნას. სკოლის წარმატებისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი შუქურაშვილი პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...
- სკოლაში იყოს მყუდრო, უსაფრთხო, მოსწავლის განვითარებაზე მორგებული გარემო.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- რა მიღწევები აქვს სკოლას, მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს, როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას სკოლაში.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან ...
- გუნდურობა, კოლექტურობა განაპირობებს სკოლის წარმატებას.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- ხარისხიანი სწავლა-სწავლება, მომავლის მოქალაქეების ღირსეული აღზრდა.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ ...
- სწავლების ხარისხი არის მაღალი, მასწავლებლები არიან პროფესიონალები.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- ავტორიტეტის ამაღლებას, ნდობის მოპოვებას, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
- ყველა ინდივიდი, მასწავლებელიც და მოსწავლეც სიხარულით ხვდებიან ერთმანეთს, არის თბილი და სასიამოვნო გარემო, სადაც ყველამ იცის რა უნდა აკეთოს.