
ხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში დირექტორი დარეჯან კვაშილავა ქმნის ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია პიროვნულად განვითარდეს, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განივითაროს საჭირო უნარები.
მისი თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის აუცილებელია უსაფრთხო, ინკლუზიური და თანაბარკონკურენტუნარიანი გარემო, სადაც სწავლა ემსახურება არა მხოლოდ აკადემიურ წინსვლას, არამედ თანამედროვე ცხოვრებისთვის მომზადებასაც. მისი აზრით, სკოლამ მოსწავლეს საგნობრივ ცოდნასთან ერთად უნდა მისცეს ცხოვრებისეული გამოწვევებისადმი მზაობა.
„ერთობლივი შრომით მიიღწევა მიზანი“,- ამბობს ის და დასძენს, რომ სკოლაში ყველაზე ფასეულია ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და ერთმანეთის დახმარება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კვაშილავა პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...
- უსაფრთხო, ინკლუზიური, თანაბარკონკურენტუნარიანი გარემო.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- მოსწავლეს სკოლა ამზადებს არამარტო პიროვნული განვითარებისთვის, არამედ თანამედროვე ცხოვრებისთვის.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- ერთობლივი შრომით მიიღწევა მიზანი.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- როდესაც სუფევს ურთიერთპატივისცემა, პატიოსნება და ერთმანეთის დახმარება
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- ჩემი შრომა ფასდება და მისი წარმატება ჩემი წარმატებაცაა.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ...
- თითოეულ მოსწავლეს ქონდეს განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობა.