
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორ ოთარ ვანაძისთვის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად წარმატებული მოსწავლეები ჰყავს. მომავალი თაობის განვითარებისთვის, კი მისი თქმით, აუცილებელია, განათლებული და მოწესრიგებული მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი მაგალითით აჩვენებენ განათლების მნიშვნელობას.
დირექორი საკუთარ პროფესიას მთელი გულით ემსახურება, რათა აღზარდოს თანამედროვედ მოაზროვნე, ტექნოლოგიებს მორგებული, სამშობლოს მოყვარული თაობა.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...
- სკოლაში იყვნენ განათლებული, მოწესრიგებული მასწავლებლები, აგრეთვე სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი ყველა იმ თვალსაჩინოებით, რაც საჭიროა ნორმალური სწავლებისათვის.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- რამდენად წარმატებული მოსწავლეები ჰყავს.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- შევასრულოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები და გავზარდოთ თანამედროვედ მოაზროვნე ტექნოლოგიებს მორგებული სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდა თაობა.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- სკოლაში პირველად როდესაც შევდგი ფეხი, მეშინოდა არ დავკარგულიყავი, კარგად ნაფიქრი, აწონილ-დაწონილი შეხედულება უნდა მქონოდა ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემთვის მთავარია მოსწავლის ხმა.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- ეს ჩემი სამყაროა, ჩემი მთავარი საქმეა, ამიტომ მიმაჩნია რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- მიუკერძოებლობას.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ...
- შეეძლება სასკოლო საზოგადოებას ერთად შეკრებისა და სკოლის კეთილდღეობისათვის საჭირო საკითხებზე მსჯელობა, პრობლემის გაანალიზება გადაჭრის გზების პოვნა.