„ერთიანობა, გუნდურობა, თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინააპირობაა“ - იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი რიზვან უსუფოვი
12-11-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში დირექტორი რიზვან უსუფოვი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მამოტივირებელ გარემოს ქმნის. მისთვის მეტად ფასეულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების განვითარება, მათთვის წინსვლის შესაძლებლობების შექმნა და მოტივაციის მიცემა. 

დირექტორის აზრით, სკოლის წარმატება იზომება არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ თუ რამდენად აქტიურია სასკოლო საზოგადოება - მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.  დირექტორი ხაზს უსვამს გუნდურობის მნიშვნელობას - მისი თქმით ერთიანობა და თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინააპირობაა.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი რიზვან უსუფოვი პასუხობს. 

-მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

-ლაბორატორიები, თემატური თვალსაჩინოებები, სპორტული ინვენტარი

-სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

-ჰყავს აქტიური სასკოლო საზოგადოება (მოსწავლეები, მასწავლებლები და ჩართული მშობლები).

-კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

-სასკოლო გარემო და პროცესები იყოს ჯანსაღი. ერთიანობა, გუნდურობა, თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინააპირობაა.

-სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

-მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინსვლაში ხელშეწყობა.

-როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

-ჩვენს შრომას შედეგი აქვს, ჩანს...

-რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

-კომპეტენტურობას, ემოციებისა და პროცესის მართვას.

-მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

-უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეები და კურსდამთავრებულები არიან, აქ მიღებული განათლებით ამაყობენ და შეუძლიათ ცხოვრებაში წარმატებით რეალიზება და მომავალში მაღალი პოზიციების დაკავება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203