
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი თეონა მეფარიშვილი ახალი. 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე ახალგაზრდა და ახალბედა პედაგოგებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ საქმიანობას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს და ამასთან, იმ ძირითად თვისებებზე საუბრობს, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი იყო.
„პედაგოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ემპათია, კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის სურვილი. თანამედროვე მასწავლებელმა უნდა შეძლოს გუნდში მუშაობა, რეაგირება ცვლილებებზე და ინოვაციების მიღება. იგი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის როგორც ავტორიტეტი, ასევე პარტნიორი. რაც შეეხება ახალბედა პედაგოგებს, იყავით ღია, აქტიური, სიახლეებზე ორიენტირებული.
მოსმენა ბევრს ნიშნავს - მოსწავლეების, მშობლების და კოლეგების. არ შეგეშინდეთ შეცდომების - მთავარი არის ანალიზი და განვითარება. მშობლებთან უნდა გქონდეთ პატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია, ხოლო მოსწავლეებთან - თანმიმდევრული, მაგრამ ჰუმანური მიდგომა. იყავით მოთმინებით და ენთუზიაზმით სავსე“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს