
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესში დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი თუ ბავშვის სხვა სკოლასი გადაყვანა სურს მობილობით.
პირველ რიში გეტყვით, რომ მობილობა ელექტრონულად ხორციელდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით.
მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მობილობის შესახებ წერილობით მიმართავს იმ სკოლას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და იმ სკოლას, სადაც სურს რომ ჩაირიცხოს ბავშვი.
განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას და თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას. თავის მხრივ სკოლა, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, მობილობაზე შემოსული ელექტრონული მოთხოვნის ადასტურებს ან უარყოფას.
ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას.
მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, პროცესი წყდება.
მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას