„მოსწავლე-მასწავლებელთა მოტივაციისთვის ყველაზე ეფექტურია პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა“ - აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავა
12-08-2025

ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლაში ხარისხიანი განათლება ემყარება თითოეული მოსწავლის უნიკალური საჭიროებების გათვალისწინებას, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას.  სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავა და სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებისთვის პოზიტიურ და მხარდამჭერ გარემოს ქმნის. 

მისი თქმით, მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ემპათიური, შეეძლოს მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაცია და ინტერესის აღძვრა. თავად ამ თვისებებით აღჭუვილი კი წარმატებით ემსახურება მომავალი თაობების განათლების საქმეს.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავა პასუხობს. 

-რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში?

-ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი განათლების მიწოდება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინკლუზიურ განათლებას, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

-თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

-პირველი დღე უნდა იყოს სავსე პოზიტიური ემოციებით-მოსწავლეებმა თავი უნდა იგრძნონ კომფორტულად და მოტივირებულად. დღემ უნდა გააერთიანოს საზეიმო გარემო, გაცნობითი აქტივობები და სწავლისადმი ინტერესი.

-რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად პედაგოგის საქმიანობაში?

-ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები და თვისებები პედაგოგის საქმიანობაში არის ემპათია და გაგება, ეფექტური კომუნიკაცია და მოსწავლეთა დაინტერესება.

-რა არის თქვენი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციისთვის? 

-პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა, სასწავლო პროცესის დივერსიფიკაცია, მოსწავლეებთან ერთად რეალისტური მიზნების დასახვა და მათი მიღწევების აღნიშვნა. მასწავლებელთა მოტივაციისთვის კი პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შეთავაზება, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება და მათი შრომის დაფასება.

ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ბედნიერ მომავალს  და ვეტყვი, რომ არასოდეს დაკარგონ ბავშვური სიხარული, რადგან ის ენერგიაა, რაც ცხოვრებას სილამაზეს სძენს. დღეს სწორედ რომ  სწორად აღზრდილ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203