„ახალგაზრდა დიზაინერები“ — ადგილი, სადაც გოგონების შთაგონებას საზღვრები არ აქვს
26-06-2025

სსიპ ქ. გორის N10 საჯარო სკოლაში, მოსწავლე გოგონების ინიციატივით, დაარსდა სოციალური საწარმო „ახალგაზრდა დიზაინერები“ — სივრცე, რომელიც განათლების, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას ქმნის.

საწარმოში გოგონები ქმნიან პრაქტიკულ ნივთებს, ეუფლებიან მეწარმეობას, დიზაინსა და კერვას.

„ახალგაზრდა დიზაინერები“ — ეს არის ადგილი, სადაც იდეები იღებენ ფორმას, შემოქმედება რეალურ პროდუქტად გარდაიქმნება, ხოლო გოგონები თავად ქმნიან საკუთარ მომავალს. სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).

 

R

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...