izrune.ge-ს უკვე ტრადიციადქცეული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები, ასევე საჩუქრები გადაეცემათ ამ წუთებში მიმდინარეობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.
ღონისძიებაზე, რომელიც izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის ეწყობა, პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი პირადად გააცნობს დაგეგმილ სიახლეებს და გულშემატკივართა მოსაზრებებსაც მოისმენს. წარმატებული იზრუნელები კი დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
იხილეთ ფოტოები