სსიპ ქ. გორის მე-8 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინიციატივით, შეიქმნა სოციალური საწარმო „EduGarden“, რომელიც ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ეკოსისტემის მდგრად განვითარებაზე ზრუნავს.
სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას, ეუფლებიან ეკომეგობრულ მებაღეობას და ივითარებენ ჯანსაღი გარემოს შექმნის უნარებს.
EduGarden-ს სჯერა, რომ მებაღეობა შეიძლება იქცეს ადამიანების და გარემოს გამაერთიანებელ ძალად.
ეს საწარმო ქმნის მოდელს, რომელიც აერთიანებს ეკოლოგიურ, სოციალურ და საგანმანათლებლო მიზნებს. ხელს უწყობს თემში გარემოზე პასუხისმგებლობის გაზრდას და სსსმ მოსწავლეების თანაბარ ჩართულობას, ინკლუზიური სწავლების გზით.
სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).
R