საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აპარატის მიერ 2024 წლის 9 თვეში უსასყიდლოდ გადაცემული არაფინანსური (ძირითადი) აქტივების შესახებ დოკუმენტში გაწერილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გადაეცა სკამები, მაგიდები და ავტომობილი.
უფრო კონკრეტულად კი საოფისე მაგიდა (გარდამავ.ყავისფერი, 200*100*76, მისადგმ. ტუმბოთი), რომლის ღირსებულებაც 4 760,00, ლარია, ასევე ყავის (ჟურნალის) მაგიდა (გარდამავ. ყავისფერი, 100*60*45), რომლის ღირებულებაც 515,00, ლარია, ასევე ვიზიტორის სკამები (მეტალის კარკ, ტყავის შავი, მეტალის ვერცხლისფერ ფეხზე 103*58*52*50*60*50), რომლის 1 ცალის ღირებულება 650,00 - ლარს შეადგენს (სულ 8 ცალი) და 73 604,75 ლარიანი ავტომანქანა - TOYOTA CAMRY, TT090FT.
ჯამში 11 ნივთი, რომელთა საერთო ღირებულებაც - 84 079,75 ლარია.