სსიპ ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით შეიქმნა სოციალური საწარმო „მერკური“, რომლის მიზანია ტექსტილის ნარჩენების შემცირება და მათი ხელახალი გამოყენებით უნიკალური, ეკომეგობრული პროდუქტების შექმნა.
საწარმოში მოსწავლეები ძველი ჯინსისგან ამზადებენ პრაქტიკულ ნივთებს, ეუფლებიან მეწარმეობას, დიზაინსა და კერვას. „მერკური“ არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების სივრცეა, არამედ გარემოზე ზრუნვისა და სოციალური ცვლილებების პლატფორმა.
„მერკური“ წარმოადგენს სკოლის ბაზაზე შექმნილ სივრცეს, სადაც იდეა გადაიქცა რეალურ საქმედ, ნარჩენი – რესურსად, მოსწავლე – შემოქმედად, ხოლო სკოლა – ცვლილებების ადგილად.
სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).
R