izrune.ge-ს დღე-სასწაული პატარა იზრუნელებისთვის - ღონისძიება 22 ივნისს თბილისში ჩატარდება
21-06-2025

22 ივნისს თბილისში izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს და ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები, ასევე საჩუქრები გადაეცემათ.

უკვე ტრადიციადქცეული ღონისძიება გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე.

მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.

ღონისძიებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ცოდნის დღესასწაული, რომელიც izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის მოეწყობა.

პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი პირადად გააცნობს დაგეგმილ სიახლეებს და გულშემატკივართა მოსაზრებებსაც მოისმენს.

წარმატებული იზრუნელები დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, ხოლო რაც შეეხება ბათუმის ღონისძიებას, უახლოეს მომავალში გაიმართება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...