
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ადგილობრივ საზოგადოებას მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებას სთავაზობს და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავს.
კულტურის ცენტრთან არსებული თანამედროვე ცეკვების სტუდია „რჩეული” მონაწილეობდა ქალაქ სიღნაღში გამართულ ფესტივალში - „მზიანი საქართველო”.
ფესტივალის მიზანია ეროვნულ-კულტურული ტრადიციების გამტკიცება და ზნეობრივ-ესთეტიკური ღირებულებების განვითარება ახალგაზრდებში.
სტუდიას „რჩეულს” გადაეცა დიპლომი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი შრომისა და შემოქმედებითი ძალისხმევის მნიშვნელობას.
სტუდიის ხელმძღვანელი გვანცა ანდღულაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: