2025-2026 სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 17 ივნისს დასრულება.
რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: registration.emis.ge
რეგისტრაციას ახორციელებს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
იმის გასაგებად თუ, რამდენი თავისუფალი ადგილი არის თქვენს უბანში არსებულ სკოლებში ეწვიეთ: skolebi.emis.ge — მოიძიეთ სასურველი სკოლა და გადაამოწმეთ ინფორმაცია.
ასევე იხილეთ ონლაინ რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია:
ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა 18-ივნისიდან – 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებს - https://emis.ge/about/faq