კლასტერული აკრედიტაციის ვადების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 ივნისის №739908 ბრძანების საფუძველზე (ცვლილება ბრძანებაში 1595814, 10/12/2024), 2025 წლის 31 დეკემბერს აკრედიტაცია ეწურებათ შემდეგი დეტალური სფეროების მისანიჭებელი კვალიფიკაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს:
061 ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
0612 - მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება
0613 - პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი
0619 - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - არაკლასიფიცირებული
072 წარმოება და გადამუშავება
0721 - სურსათის გადამუშავება
0722 - მასალები (ხე, ქაღალდი, პლასტმასი, მინა)
0723 - ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი)
0724 - სამთო საქმე და მოპოვება
081 სოფლის მეურნეობა
0811 - მემცენარეობა და მეცხოველეობა
0812 - მებაღეობა
082 მეტყევეობა
0821 - მეტყევეობა
084 ვეტერინარია
0841 - ვეტერინარია - ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
088 ინტერდისციპლინური
0888 - ინტერდისციპლინური - მოიცავს სოფლის მეურნეობას მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვეტერინარიას
104 ტრანსპორტის მომსახურებები
1041 - ტრანსპორტის მომსახურებები
ვინაიდან, ზემოთ მოცემულ დეტალურ სფეროებში საგანმანათლებლო პროგრამებს
აკრედიტაციის ვადა ეწურებათ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მოგმართავთ თხოვნით, 2025 წლის 01 მაისის ჩათვლით, ცენტრში წარმოადგინოთ სააკრედიტაციო განაცხადები იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 ივნისის №739908 ბრძანების შესაბამისად, აკრედიტაციის ვადა ეწურებათ 2025 წლის 31 დეკემბერს.
ზემოთ აღნიშნული ვადები არ ვრცელდება:
1. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებმაც მიიღეს პირობითი აკრედიტაცია
2. ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლების მოპოვებას დაწესებულება გეგმავს უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების პროგრამული აკრედიტაციის გზით.