„მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი ამოცანა მოსწავლის მხარდაჭერაა“ - პატარა სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგი ლუსია კურგინიანი
01-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგი ლუსია კურგინიანი მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი გახლდავთ და მათთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა რაც მეტია განათლებული ადამიანი, მით მარტივია ცხოვრება, ამიტომ მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პატარა სამსარის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლუსია კურგინიანი პასუხობს. 

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება, სადაც მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა იყოს მეგობარიც და უპირველეს ყოვლისა ადამიანი, რომელიც მოსწავლის გვერდითაა ყველა სიტუაციაში, მისი უმნიშვნელოვანესი ამოცანა კი მოსწავლის მხარდაჭერაა.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- რადგან მსოფლიოს სწორედ განათლებული ადამიანები მართავენ. რაც მეტია განათლებულ ადამიანთა წილი, მით უფრო ადვილია ცხოვრება.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- უნდა შეესაბამებოდეს თემას, უნდა ჰქონდეს გასაგები და მარტივი პირობა.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას განათლების მნიშვნელობის შესახებ - გაგება-გააზრებას, რომ განათლება უმთავრესია და ამის მიღწევა მარტო ჩვენზეა დამოკიდებული.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- მათემატიკა.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ერთხელ ვიყავი ლადო აფხაზავას მიერ ჩატარებულ ლექციაზე და რომ მქონდეს შესაძლებლობა სწორედ მას ავირჩევდი მასწავლებლად. 

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- მომავლის სკოლა ჩემი აზრით არის ტექნოლოგიურად განვითრებული, სადაც არ იქნება რესურსების უკმარისობა, სადაც მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა სწავლა-სწავლების პროცესი მაქსიმალურად ხარისხიანად და ეფექტურად წარმართოს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...