„სასკოლო ფორმის ტარებას სავალდებულო წესად დავამკვიდრებდი...“ - მიხეილ ნაჭყებია, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი
22-04-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესი, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, მიხეილ ნაჭყებიას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- სამართლიანობა, გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა.

- განათლება მნიშვნელოვანია...

- რათა ჩვენს წინაშე მდგარი ცხოვრებისეული პრობლემები გადავწყვიტოთ ეფექტურად და ვიყოთ წარმატებულები.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მკაფიოდ ჩამოყალიბებული, არგუმენტირებული ლოგიკური მსჯელობით.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმის სავალდებულო ტარება...

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- მათემატიკა

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ვაჟა ფშაველას

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- თანამედროვე 21-ე საუკუნის შესაბამისი ტექნოლოგიებით, ინფრასტრუქტურით და ფინანსებით აღჭურვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...