„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს
14-04-2025

განათლება, სიყვარული და ტექნოლოგია –  მასწავლებლის როლზე, მოსწავლის ნდობაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და განათლების მომავალზე გულწრფელად გვესაუბრება დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, რიტა აბჟანდაძე.

გაეცანით, ბლიც ინტერვიუს და გაიგეთ, როგორი წარმოუდგენია მომავლის სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ლიდერს:

 -მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-უპირობო  სიყვარული და მხარდაჭერა

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-ის გვეხმარება ავირჩიოთ ცხოვრების გზა და გვაძლევს ძალას, სიცოცხლისა და წარმატების მისაღწევად. 

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-სახალისო, მოსწავლეს უნდა დასჭირდეს მაქსიმუმ 15 წუთი მის შესასრულებლად 

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ქართული ენა და ლიტერატურა

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-პლატონს ან სოკრატეს.

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

-მომავლის სკოლა ადამიანს და მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ დიდი დოზით შემოვა ხელოვნური ინტელექტი და სწორედ მისი სწორად გამოყენება და სარგებლის მიღება უნდა ვასწავლოთ ჩვენს აღსაზრდელებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...