„საშინაო დავალება მოსწავლის შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული“ - თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთო გვენცაძე
14-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთო გვენცაძე გვეუბნება მნიშვნელოვანია ნდობა მოსწავლესა და პედაგოგს შორის ორმხრივი იყოს და ეს ნდობა ორივე მხარემ უნდა დაიმსახუროს. ამასთან, პედაგოგი თვლის, რომ განათლება ადამიანში დადებითი თვისებების განვითარებას უწყობს ხელს ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეს.

როგორია პედაგოგის ხედვა, სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ამას ბლიც ინტერვიუდან გაიგებთ:

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია:

-მოსწავლესთან გვქონდეს მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა. აუცილებელია მასწავლებელსაც  ჰქონდეს მოსწავლის მიმართ ნდობა, რაც მოსწავლემ უნდა დაიმსახუროს.

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- განათლება უპირველეს ყოვლისა აძლევს ადამიანს საკუთარი თავის რწმენას, აქვს მაღალი თვითშეფასება, არის ზრდილობიანი, თავშეკავებული, მეგობრული, კომუნიკაბერლური და ა.შ.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-ადვილად გასაგები და მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ქიმია.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-ილია ჭავჭავაძეს

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

-ჩემი სკოლა ბევრი ბავშვებით, ყველანაირი ტექნიკითა და სასწავლო რესურსით აღჭურვილი, საცურაო აუზითა და დიდი სპორტული მოედნით. ლამაზი ეზოთი და კვების ობიექტით. მასწავლებლები მაღალი ხელფასებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...