„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია სამართლიანობა, გულწრფელობა, თანადგომა და უპირობო სიყვარული“-შრომის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ჩხაიძე
14-04-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლას დირექტორი თინათინ ჩხაიძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ნდობის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა, გულწრფელობა, თანადგომა და უპირობო სიყვარული. იმისთვის კი, რომ ახალი თაობა უკეთ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და შექმნას ქვეყნის წარმატებული მომავალი, ძალ-ღონეს არ იშურებს და მათთვის სკოლაში ხარისხიან განათლებას უზრუნველყობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ჩხაიძე პასუხობს. 

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- სამართლიანობა, გულწრფელობა, თანადგომა და უპირობო სიყვარული

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან ...

- ის ეხმარება ადამიანს წარმატებით გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს და მიაღწიოს მიზნებს. ცოდნა და კომპეტენცია ადამიანს უფრო თავდაჯერებულს ხდის.

- საშინაო დავალება უნდა იყოს ...

- მიზანმიმართული და შესაბამისი. საშინაო დავალება არ უნდა იყოს უბრალოდ დამატებითი ტვირთი, არამედ ის უნდა იყოს სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- წესის დამატების რა მოგახსენოთ, მაგრამ ვისურვებდი ბევრს სიყვარულს და ფერადოვნებას სკოლებში.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- მათემატიკა, უფრო მოგვიანებით გერმანული ენა.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ბავშვობაში და ახლაც უსაზღვროდ მიყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ვისურვებ, ვაჟას ეპოქაში მასთან ერთად გავატარო თუნდაც რამდენიმე დღე. ალბათ ბევრ რამეს ვისწავლიდი მისგან.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- ვფიქრობ, მომავლის სკოლა უნდა იყოს, არა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც მოსწავლეები განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, თანამშრომლობის უნარს, კომუნიკაციასა და ციფრულ წიგნიერებას-უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის 21-ე საუკუნეში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203