პროფესიონალი მასწავლებელი, დისციპლინა, განვითარებული ინფრასტრუქტურა-ასეთი წარმომიდგენია მომავლის სკოლა“ - ნოდარ ბერძენაშვილი იყალთოს სკოლის დირექტორი
10-04-2025

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს თელავის მუნიციპალიტეტის, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი, ნოდარ ბერძენაშვილი პასუხობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- ბავშვის სიყვარული და მოსწავლეთა პრობლემების გათავისება.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის, პირადი ცხოვრების კეთილდღეობისათვის...

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მარტივი, მცირე და ადვილად გასაგები.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- დისციპლინის გამკაცრება.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ისტორია.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- მასწავლებელ ნინო ჯავახიშვილს (ყოფილი დირექტორი)...

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- განვითარებული ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი მასწავლებელი, მაღალი დისციპლინა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...