„მოსწავლის ნდობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის“ - მზია თორდია, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი
08-04-2025

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი-მასწავლებელი, მზია თორდია პასუხობს.

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში მოსწავლეთა საყვარელი მზია მასწავლებელი სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.  

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მოსწავლის ნდობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, მოსწავლე მასში უნდა ხედავდეს მეგობარს, ადამიანს რომელსაც უყვარს ბავშვები, არის სამართლიანი.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან... 

- განათლება არის გარანტი, რომ ცხოვრებაში დასახულ მიზანს მიაღწიოს ადამიანმა.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- საგაკვეთილო მიზანს მორგებული, არა მხოლოდ ცოდნის შესამოწმებელი არამედ მოსწავლეს უნდა უვითარებდეს, ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების უნარებს.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- გეოგრაფია უპირველეს ყოვლისა, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი, თუმცა ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, დამატებით  ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვკითხულობდით და დღევანდელ ახალგაზრდებსაც ვურჩევდი - ბევრი იკითხონ.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- სიამოვნებით დავესწრებოდი დიმიტრი უზნაძის გაკვეთილებს.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- მოსწავლეეებმა განათლება მიიღონ  იმ მიმართულებით, რომელიც მომავალში სპეციალობის არჩევაში გამოადგებათ, ანუ სკოლაში მიიღებენ პროფესიულ განათლებას.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...