„მოსწავლის ნდობა რომ მოიპოვო, მათ ერთგულება, პატივისცემა და თანადგომა უნდა დაანახო“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი
08-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი, საკუთარი საქმის სიყვარულით გამოირჩევა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდუალურ მიდგმებს და თვლის, რომ განათლების გარეშე წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს, სადაც შახალ ისმაილოვი საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს და საკუთარ თავსაც გვაცნობს.

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-გიყვარდეს შენი საქმე, დაანახო მათ ერთგულება, თანადგომა და პატივისცემა.

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან... 

-ციფრულ საუკუნეში ძნელია კარგი განათლების გარეშე წარმატებას მიაღწიო.

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-საინტერესო, მოსწავლის ასაკზე და უნარებზე გათვლილი.

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-თვეში ერთხელ მოვუსმენდი ერთ მოსწავლეს, გავეცნობოდი მის აზრებს და განწყობებს, დავანახებდი მას რომ მისი ბედით დაინტერესებული ვარ.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-სპორტი, ჩემი შესაძლებლობიდან და უნარებიდან გამომდინარე. ასევე ისტორია, რომელიც ასახავს ჩემი სამშობლოს წარსულს და განსაზღვრავს აწყმოსს და მომავალს.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-დიმიტრი უზნაძეს.

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

კომფორტული, უსაფრთხო, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული, სადაც მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...