„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს წარმატებულ სკოლასა და წარმატებულ მოსწავლეებს“ - დიანა გორგიაშვილი, ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი 
18-03-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი დიანა გორგიაშვილი მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება. მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.

მოწაფეები აძლევენ მოტივაციას აკეთოს საქმე საუკეთესოდ და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი და საქმის მწარმოებელი დიანა გორგიაშვილი პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობას...

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- გამოირჩევიან ზრდილობით და თავაზიანობით.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- წარმატებულ სკოლას და წარმატებულ მოსწავლეებს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი ოჯახი და ჩემი აღსაზრდელები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- მიზამი განჯავის „ხამსა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ნოვრუზ ბაირამობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203