წალკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებისთვის საინტერესო უცხოურენოვანი კონკურსი ჩატარდა
05-02-2025

წალკის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ. 

ახლახან, V კლასის მოსწავლეებისთვის, რუსული ანბანის შესწავლის შემდეგ, ჩატარდა კონკურსი - „მე ვიცი რუსული ანბანი“. 

კონკურსს პედაგოგი ხათუნა გვიჩიანი ხელმძღვანელობდა. 

კონკურსი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა

კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები. პირველი ადგილი დაიმსახურა ელენე გვარლიანმა, მეორე ადგილზე გავიდა მარიამ ცერცვაძე, მესამე ადგილი კი მოიპოვა ხარალამპოს მიანიამსიდისმა.

ყველა მოსწავლეს კონკურშში მონაწილეობისათვის დიპლომები გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...