„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს მხარდაჭერას, თანამშრომლობასა და ერთიანობას“ - დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა სხულუხია 
20-11-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა სხულუხია მოსწავლეებს მრავალფეროვან და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს და ბავშვების სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავს. ის მოწაფეებს საჭირო რჩევებს ყოველთვის აძლევს მოუწოდებს მიზნისკენ სწაფვა არასდროს შეწყვიტონ. 

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი მანანა სხულუხია ​პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ისეთ სივრცეს, სადაც ყველა მოსწავლე თავს გრძნობს უსაფრთოდ, დაფასებულად და მოტივირებულად.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა და ნდობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მხარდაჭერას, თანამშრომლობასა და ერთიანობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების წინსვლა და წარმატებები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო სპორტული შეჯიბრებები, ვიქტორინები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...