„მოსწავლეები მაძლევენ მოტივაციას შემოქმედებითად განვავითარო როგორც ჩემი, ასევე მათი უნარები“ - დიდი ჭყონის N2 სკოლის მასწავლებელი მადონა კეკუტია
20-11-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მადონა კეკუტიას მოსწავლეებთან თანამშრომლობითი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვს. როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდ მოტივაციას სწორედ მოსწავლეები და მათთან ურთიერთობა აძლევს. თავისი საქმე და მოსწავლეები განსაკუთრებულად უყვარს, რასაც სასწავლო პროცესში ბავშვებიც გრძნობენ.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი მადონა კეკუტია პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ გარემოს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- თანამშრომლობითი ურთიერთობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- ისინი მაძლევენ მოტივაციას შემოქმედებითად განვავითარო როგორც ჩემი, ასევე მათი უნარები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ეთიკის კოდექსის ზედმიწევნით შესრულებას და, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- „აბა, დღეს მე ვის რა ვარგე“.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო სარვამარტო ღონისძიება, ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვების მოსმენა. დედა და გაზაფხული. ეს სიცოცხლის საწყისი და ორივეს სულში შემოდინება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...